მეცნიერებმა დაადგინეს დღე, რომლის დროსაც ადამიანები ყველაზე ხშირად იღუპებიან
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მეტი ადამიანი შაბათს იღუპება. ეს დასკვნა მათ დაავადების კონტროლის და მათი პრევენციის ცენტრის მასალებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
Livescience-ის ინფორმაციით, მეცნიერებმა აშშ-ში 1999-დან 2014 წლამდე გარდაცვლილთა დრო და მიზეზი შეისწავლეს. 39 მილიონი ადამიანიდან უმეტესობა შაბათს გარდაიცვალა. შაბათ დღეს სხვადასხვა მიზეზით 5,7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე ხშირად ეს გულის, სასუნთქი ორგანოების, ალცჰეიმერის, თირკმელების დაავადების, დიაბეტის, კიბოს, პნევმონიის, გრიპის გამო მოხდა. ასევე ადამიანთა ნაწილი თვითმკვლელობით და უბედური შემთხვევებით გარდაიცვალა. ყველაზე იშვიათად ადამიანები შაბათს ღვიძლის, პარკინსონის დაავადების, ნარკოტიკების ზედმეტი დოზის და შიდსის გამო იღუპებიან.