რეზო შავიშვილი: გამოვჩნდი იმიტომ, რომ არჩევნებია

გამოვჩნდი იმიტომ, რომ არჩევნებია, ფორუმს დიდი შესაძლებლობები აქვს. საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს შიდა პარტიული საქმეები და ამიტომაც არ ვჩანდი. დასამალი არ არის, რომ შარტავა და მეც ფორუმის ლიდერებად ვითვლებით. ერთი წამითაც არ შეგვიწყვეტია მუშაობა, – აღნიშნული განცხადება „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო შავიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან საპარლამენტო არჩევნებზე და ფორუმის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რატომ წავიდა ის გარკვეული დროით აქტიური პოლიტიკიდან, შავიშვილმა განაცხადა, რომ აქამდე, კახა შარტავასთან ერთად, ის, ძირითადად, შიდა პარტიულ საქმიანობაზე იყო გადართული.
„პოლიტიკაში არ ვჩანდი, მაგრამ ვიყავი. საჯარო სივრცეში მეც და კახა შარტავამაც დავტოვეთ ფრაქცია. ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები განხორციელებული იყო იმით, რომ ფორუმს საკმაოდ კარგი ფრაქცია ჰყავდა და მეც და კახაც გადართულნი ვიყავით შიდაპარტიულ საქმიანობაზე. გეტყვით, რომ კახა შარტავამ მთელი საქართველო შემოიარა. ეს არის რამდენიმე ათასი საუბარი და შეხვედრა. ასე რომ, ჩვენ კარგად ვიცით, რას ფიქროენ ჩვენი პარტიის წევრები და ამან ხელი შეუწყო პარტიის საქმიანობასაც. ფორუმს წევრები პრაქტიკულად არ დაუკარგავს. ყველა პარტიაშია გამსვლელიც და მომსვლელიც, მაგრამ გეტყვით, რომ ცოტათი გაიზარდა კიდეც ამ ოთხი წლის განმავლობაში.“, – განაცხადა შავიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები