„ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი 7 აპრილს განიხილავს“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის თქმით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ევროპარლამენტის იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 7 აპრილს განიხილავს.
მინისტრმა შემდგომ პროცედურებზე ისაუბრა.
“როდესაც კომისიამ გადააგზავნა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, ერთი მხრივ, პარლამენტში, მეორე მხრივ, საბჭოში, დაიწყო შესაბამისი მოქმედებები. კერძოდ, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის ფარგლებში დაინიშნა სპეციალური მომხსენებელი, რომელიც ამ საკითხს ამზადებს იმისთვის, რომ კომიტეტმა განიხილოს. ერთ-ერთი ასეთი სხდომა 7 აპრილს არის ჩანიშნული, შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სწორედ აქ იყოს განხილული ან შემდეგ სხდომაზე. ეს არის იმ პროცედურის ნაწილი, რომელიც გულისხმობს მომზადებული საკითხის კომიტეტის შიგნით განხილვას, კენჭისყრას და კენჭისყრის შემდეგ გავა საკითხი უკვე პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება საბჭოს, მასში სხვადასხვა ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ, შესაბამისად, სხვადასხვა დედაქალაქში მუშაობა პარალელურ რეჟიმში გრძელდება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
არსებული ინფორმაციით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროპარლამენტი 7 აპრილს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები