დავით მათიკაშვილი: ვერავინ შეძლებს, 26 მაისის დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას

,,ვერავინ შეძლებს, რომ 26 მაისის დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინმე თუ შეეცდება, ხელი აღმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისს პასუხს მიიღებს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, როგორც ეს ქართველ ხალხს, ქვეყნის სუვერენიტეტს და იმ უდიდესს მიღწევას უკავშირდება, რაც 26 მაისს აღინიშნება. ვერავინ შეძლებს, რომ ეს დიდი დღესასწაული ხალხს წაართვას. სურვილებში ფრთხილად იყვნენ. ეს უსუსური და უსამშობლო ადამიანები ამ დღეს ვერაფერს დააკლებენ. ვინმე თუ შეეცდება, ხელი აღმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე, ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისს პასუხს მიიღებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები