ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე: საავადმყოფოში შემოვიდა ინფორმაცია ჩემი მეგობრებიდან, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით და რა უნდა გაგიკეთონ თქვენ, ვინც საავადმყოფოში ხართ, არაფერი ვიცითო

საავადმყოფოში, ჩემი მეგობარი ექიმის, კახა ქუნთელიას მიერ შემოვიდა ინფორმაცია ჩემი მეგობრებიდან, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით და რა უნდა გაგიკეთონ თქვენ, ვინც საავადმყოფოში ვიყავით, არაფერი ვიცითო, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა და “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენები გაიხსენა.

მისი თქმით, საავადმყოფოში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მათ მოახერხეს წამოსვლა და სხვადასხვა მეგობართან დამალვა.

შესაბამისად, სანამ ის კუდ-ის თანამშრომლები მოვიდოდნენ, ჩვენ შევძელით საავადმყოფოდან გამოპარვა. შევძელით გამოპარვა და დამალვა ჩვენი სხვადასხვა მეგობრის ბინებში. კობა დავითაშვილის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები