პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ, არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოფიციალურად მიიღო „კონფედერაციის“ ლიდერის, სლავომირ მენცენის მოთხოვნები, რომელთა შორისაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეშლის დაპირება.
სლავომირ მენცენმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერისთვის ორივე პოლიტიკოსმა ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც რვა პუნქტისგან შედგება.
1. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზრდის არსებულ გადასახადებს.
2. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს ღია ფულით ოპერაციებს და დავიცავ პოლონურ ზლოტს.
3. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც თავსებადია პოლონეთის კონსტიტუციასთან.
4. მე არ გავცემ პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის ნებართვას.
5. მე არ მოვაწერ ხელს კანონს უკრაინის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ.
6. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს პოლონელების ხელმისაწვდომობას იარაღზე.
7. მე არ ვთანხმდები პოლონეთის ხელისუფლების რაიმე უფლებამოსილების ევროკავშირის ორგანოებისთვის გადაცემას.
8. მე არ მოვაწერ ხელს ევროკავშირის არცერთი ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც ასუსტებს პოლონეთის როლს, მაგალითად, ასუსტებს მის ხმის მიცემის უფლებას ან ვეტოს უფლებას.
ამასთან, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის კანონს ხელს არ მოაწერს.
არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება.