26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.
🔹12:00 -16:45 – კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით;
🔹12:00 -19:00 – საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახეზე მოხატვა; ზღაპრის გმირები;
🔹13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ;
🔹12:00-19:00 – სოციალური საწარმო ,,კოდალა“;
🔹12:00 – 19:00 – საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება;
🔹12:00 – 20:00 – სპორტის სივრცე – ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან;
🔹12:00 – 20:00 – ღვინის სივრცე – ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია;
🔹12:00 – 19:00 – საგამოფენო სივრცე – ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები;
🔹12:00 – 19:00 – ყვავილების სივრცე – გარდენია შევარდნაძე;
🔹საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები;
🔹სცენა – მუსიკალური ნომრები, საუბრები – ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე;
🔹12:00 – 20:00 – კვების კუთხე და DJ;
🔹17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!