არჩილ გორდულაძე – მთავარია ნიკა მელიამ კანონი არ დაარღვიოს
“მთავარი ის კი არ არის, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ, პატრონების დავალებების შესრულებას თავი დაანებონ,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სჯობს ოპოზიციის წევრებმა პატრონების მიერ მიცემული დავალებების შესრულებას თავი დაანებონ.
„ნიკა მელია სასამართლოს სხდომას თუ არ დაესწრება, პროცესი მის გარეშეც შეიძლება, გაიმართოს, თუ მისი წარმომადგენელი იქნება. სამართლებრივ დეტალებში რომ არ შევიდეთ, მთავარი ის კი არ არის, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ – არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ და ისე იმოქმედონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამიტომ, სჯობს, დაფიქრდნენ, პატრონების მიერ მიცემული დავალებების შესრულებას თავი დაანებონ და ისე მოიქცნენ, როგორც ქართველს შეეფერება. მათთვის ქართველობა მხოლოდ პასპორტის ჯიბეში დება არ უნდა იყოს, მთავარია, სულით და ხორცით ქართველი იყო. არადა, ამ ადამიანებს ამის არაფერი ცხიათ, თავიანთი პატრონის ყურმოჭრილ მონებად არიან გადაქცეული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.