დავით მათიკაშვილი – რადიკალების სურვილია, დადგან სპექტაკლი, თითქოს ვინმე ვინმეს დევნის

“რადიკალების სურვილია, დადგან სპექტაკლი და საკუთარ პატრონებს კიდევ ერთხელ მისცენ საფუძველი, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის – ეს მათი მხრიდან არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება, “- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს სურს, რომ თავიდან აირიდოს პატიმრობა, მაშინ
„სამართლებრივად უნდა მოიქცეს“.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ არის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც არ ასრულებ სასამართლო გადაწყვეტილებას გირაოს დაკისრების შესახებ, სასამართლო ცვლის ამ სახის აღკვეთის ღონისძიებას შედარებით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ეს არის სამართლებრივი დანაწესი და ძალიან კარგად იცოდნენ და იციან რადიკალებმა ამის შესახებ, მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ, იგივე ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, ზუსტად ამ მიზეზიდან გამომდინარე მოხდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეეფარდა. ანუ რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ ჩვენ?! ეს არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება და სურვილი რადიკალებისა, დადგან რაღაც სპექტაკლი, კიდევ ერთხელ საკუთარ პატრონებს მისცენ საფუძვლები, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის და შეასაღონ საზოგადოებას, მოატყუონ საზოგადოება, თითქოს აქ არის რაიმე ფორმით ვინმეს დევნა. დევნა ნამდვილად არ არის, ეს არის კანონით არსებული დანაწესის შესრულება და თუკი ვინმეს სურს, რომ თავიდან აირიდოს მსგავსი ქმედება სამართლებრივ სახელმწიფოში, უნდა მოიქცეს სამართლებრივად,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები