„პენიტენციალურ სისტემაში ტუბერკულოზი 1417 შემთხვევიდან 141-მდე შემცირდა“ – როგორია დაავადების გავრცელების დონე საქართველოში

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ამ დაავადების გავრცელებასა და მკურნალობაზე ისაუბრა.
ხეჩინაშვილის განცხადებით, საქართველო ტუბერკულოზის კუთხით დაბალი მაჩვენებლით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, 20 წლის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ შემთხვევების განახევრება შესძლო.
კარგი შედეგია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. დეპუტატის განცხადებით, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2012 წელს 1417 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2014 წლის მონაცემებით, მისი რიცხვი 141 შეადგენს.
„ 90-იან წლებში საქართველოც და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცე ძალიან დაზარალდა ტუბერკოლოზით. ეს ქვეყნები მზად არ აღმოჩნდნენ იმ დროს არსებული გამოწვევებისთვის. საქართველო ვერ დაიკვეხნის კარგი ეპიდომიოლოგიური ვითარებით, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემამ შემთხვევების განახევრება შესძლო. 53 ქვეყანათა შორის, მინუსების თვალსაზრისით, საქართველო მე-4 ადგილზეა. რაც შეეხება რეგისტრირებულ შემთხვევებს, 2015 წლის მონაცემები უახლოეს ხანებში დაიდება, თუმცა 2014 წლის მონაცემებით გეტყვით, რომ რეგისტრირებლია ტუბერკულოზის 3,883 შემთხვევა, ეს ციფრი წინა წლებში ორჯერ მეტი იყო. რა შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, რომელიც ეპიდემიის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, საპატიმრო ადგილებში 2012 წელს 1417 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2014 წლის მონაცემებით მისი რიცხვი 141 შეადგენს. პენიტენციალურ სისტემაში დაავადების დიაგნოსტიკის, ზედამხედველობის და მკურნალობის ძალიან კარგი სისტემაა“,- განაცხდა ტარიელ ხეჩინაშვილმა.
რაც შეეხება ტუბერკულოზის სიმპტომებს, მას 3 კვირაზე მეტ ხანს ქრონიკული ხველა, ოფლიანობა, ტემპერატურა და წონაში კლება ახასიათებს. მისი გადადების ხარისხი კი, ხეჩინაშვილის თქმით, იმაზე დაბალია, ვიდრე თუნდაც გრიპის ინფექციის გადადების.
„ტუბერკულოზის გადადებას, ინფიცირებულ ადამიანთან ხანგრძლივი კონტაქტი სჭირდება. ეს რამდენიმე დღეში ან რამდენიმე საათში არ ხდება. ასეთ ადამიანთან ყოფნისას უმნიშვნელოვანესია ვენტილაცია. დაავადება კი სწორად მკურნალობის შემთხვევაში სრულად განკუნებადია“,- განაცხადა ხეჩინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები