დრონი, რომელმაც კვიპროსში, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას დაარტყა, ირანიდან არ ყოფილა გაშვებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “შაჰედის” მსგავსი დრონით დარტყმა მოხდა კვიპროსში მდებარე ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე, რამაც მცირე ზიანი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ასაფრენ ბილიკზე დაეცა.