გიორგი კახიანი – ხიდაშელის განცხადებაზე: უმძიმესი პროვოკაციული განცხადებაა

„ახლა, როდესაც ვითარება იძაბება, კეთდება ასეთი განცხადებები, როგორიც თინა ხიდაშელმა გააკეთა. აქამდე მსგავსი განცხადება მოგისმენიათ მისგან, რომ თურმე საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ?! უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადება ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

“ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ განცხადების უკან გარკვეული ძალა დგას. ასევე, რთულად მისახვედრი არ არის, რომ დიდი ალბათობაა, ამ განცხადებას გარკვეული ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან დადებითად განწყობილები, სათავისოდ აიტაცებენ. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სულ ცოტა ხნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღის გამოყენება დაგვაბრალეს საქართველოში. ხვდებით, რაოდენ დიდი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით აბსურდული დეზინფორმაციების გავრცელება. როდესაც ამ ფონზე კიდევ ყველაფერ ამას ემატება, რომ ამ განცხადებას აკეთებ, ბუნებრივია, რომ ეს არის პროვოკაციული და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები