მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა, ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება 88 მაღალი რანგის შიიტი სასულიერო პირისგან შემდგარმა საბჭომ მიიღო.
ამ ეტაპზე ირანის ხელისუფლებასა და სახელმწიფო მედიას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
Deutsche Welle-ს წყაროების ცნობით, მოჯთაბა ხამენეის არჩევის გადაწყვეტილება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ, ირანს დროებით სამწევრიანი საბჭო მართავს: პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი გოლამ ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეი და მეურვეთა საბჭოს წევრი აიათოლა ალირეზა არაფი.