აზერბაიჯანმა ირანის მახლობლად სამხრეთ საჰაერო სივრცე 12 საათით დახურა

აზერბაიჯანმა ირანის მახლობლად, სამხრეთით, საჰაერო სივრცის ნაწილი მას შემდეგ დახურა, რაც განაცხადა, რომ ოთხმა ირანულმა დრონმა მის საზღვარს გადაუფრინა.

“აზერბაიჯანის მიერ საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დაკეტილი დარჩება”,- ნათქვამია ავიაციის წარმომადგენლებისთვის გავრცელებულ შეტყობინებაში (NOTAM).

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანი “ტერორიზმში” დაადანაშაულა და დრონების თავდასხმების შემდეგ შურისძიებით დაიმუქრა.

თეირანმა კი ბრალდება უარყო და ისრაელი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები