ირანის დედაქალაქში სპორტულ კომპლექსებსა და მუნიციპალურ შენობებს თავს დაესხნენ
თეირანში სპორტულ ობიექტებზე, პოლიციის განყოფილებებსა და აკვაპარკზე, რომლებსაც ირანის უსაფრთხოების ძალები თავდაცვის მიზნით იყენებდნენ, თავდასხმები განხორციელდა.
„ირან ინტერნეშენალის“ ცნობით, დაზიანებული შენობებს შორისაა ნარკოტიკებთან ბრძოლის პოლიციის განყოფილება, თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კიდევ ერთი პოლიციის განყოფილება და თეირანის მე-18 რაიონის მუნიციპალური შენობა.
სხვა ობიექტებს შორისაა ბესატისა და აზადის სტადიონები, შაჰიდან ისმაილისა და ესკანდერლუს სპორტული კომპლექსები და აზადაგანის აკვაპარკი.