უნგრეთის მთავრობის სპიკერი: ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა
ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა, – ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.
„როდესაც ვინმე იმით იმუქრება, რომ ადამიანის მისამართს უკრაინელ ჯარისკაცებს გადასცემს მხოლოდ იმის გამო, რომ ის მხარს არ უჭერს იარაღის მორიგ, 90 მილიარდი ევროს პაკეტს – ეს დიპლომატია კი არა, ღია მუქარაა. ეს აღმაშფოთებელია. პირად ემოციებს მსგავს საკითხებში ადგილი არ აქვს. უნგრეთის დაშინება შეუძლებელია და ჩვენ შანტაჟს არ დავნებდებით“, – აღნიშნა კოვაჩმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემთ. დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.