ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი თბილისში
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გასტროლით ბრუნდება თბილისში. თეატრის ინფორმაციით, ის აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ბრუნდება საყვარელი სპექტაკლებით და მარტის 10–14 რიცხვებში თბილისში თეატრალურ კვირეულს ჩაატარებს,
პროგრამა:
10 მარტი | 19:00. „საშობაო სიმღერა“, რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე
ავტორი: ჩარლზ დიკენსი
11 მარტი | 19:00, „აჯანყებულთა ვაგონი“, რეჟისორები: ვატო ჯუღელი; ვახტანგ ნიკოლავა
ავტორი: ვალერი ოთხოზორია
(კოპროდუქცია სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრთან)
(პროექტი განხორციელდა კულტურის სამინისტროს სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში – ლევილის ქართულ მამულში)
12 მარტი | 19:00, „სულიკო“, რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე, ავტორი: ნინია სადღობელაშვილი
(კოპროდუქცია დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრთან)
13 მარტი | 19:00, „იავნანამ რა ჰქმნა“, რეჟისორი: ვატო ჯუღელი
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
14 მარტი | 19:00, „ყვარყვარე თუთაბერი“, რეჟისორი: ვატო ჯუღელი
ადაპტირებული ტექსტის ავტორი: ვალერი ოთხოზორია
(ნაწარმოები შთაგონებულია პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ მიხედვით)
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის პარტნიორია ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება.
მისამართი: თბილისი, გიორგი ლეონიძის ქ. 11ა.
