ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანიდან გაშვებული 75 რაკეტა და 123 დრონი გაანადგურეს
ბაჰრეინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 75 ირანული რაკეტა და 123 დრონი გაანადგურეს.
როგორც ბაჰრეინის თავდაცვის ძალების გენერალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები „აგრძელებენ ირანის თავდასხმების თანმიმდევრული ტალღების წინააღმდეგ ბრძოლას“.
ამასთან, მათ მაცხოვრებლებს მოუწოდეს, „დარჩნენ სახლში და საცხოვრებელი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალური სიფრთხილის ზომების დაცვით“.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზოგადოებას ასევე მოუწოდა, „მოერიდონ დაზიანებულ ტერიტორიებსა და საეჭვო ობიექტებს, თავი შეიკავონ სამხედრო ოპერაციების და იმ ადგილების გადაღებისგან, სადაც ნანგრევებია ჩამოყრილი“.