ლიბანზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-მდე გაიზარდა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 638 ადამიანი.
„2 მარტიდან 5 მარტის საღამომდე, ისრაელის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 638-ს შეადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.