ალიევი – “მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას, ამას ნუ დაივიწყებს ირანიც“
აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანა იცავდა და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე, მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამას ნუ დაივიწყებს ირანიც“, – განაცხადა ალიევმა.
ამასთან, მან მომხდარს ირანის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის უმადურობის დიდი მაგალითი.