მაკრონის თქმით, ამერიკისა და ისრაელის საჰაერო დარტყმები საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა
აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა გარეთ ტარდება და რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება.
„ისტორია არასდროს გლოვობს მათ, ვინც საკუთარ ხალხს ჩაგრავს. გული არავისზე დაგვწყდება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა თავის მიმართვაში.
მანვე დასძინა, რომ საფრანგეთმა გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ნათლად მოითხოვა დარტყმების შეჩერება.