აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს პირადად ჩაერთოს ირანის შემდეგი ლიდერის შერჩევის პროცესში.
ოთხშაბათს, Financial Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ირანის ლიდერობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი მოჯთაბა ხამენეი, მოკლული უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ვაჟია. ასევე განიხილება დროებითი ლიდერობის საბჭოს წევრის, ალირეზა არაფის და პირველი უზენაესი ლიდერის, ჰასან ხომეინის შვილიშვილის კანდიდატურები.
„ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის შვილი არავინაა. მე უნდა ვიყო ჩართული დანიშვნაში, როგორც დელსის [როდრიგესი] შემთხვევაში ვენესუელაში“, – განუცხადა ტრამპმა Axios-ს.