“მოიძებნებიან და არიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ განუცხადა.
კერძოდ, მან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„აზერბაიჯანი საკმაოდ ხისტ განცხადებებს აკეთებს. განმუხტვისკენ არ მიდის საქმე. ვისაც ესმის დიპლომატიის ენა, ყველა გაიგებს, რომ დაძაბულობისკენ მიდის ეს ყველაფერი. არადა სულ ახლახან, შარშან თუ შარშან წინ ირანი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ. ასე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ვითარება. შეფასებების გაკეთება რთულია. ვარაუდის გამოთქმა ასეთ დროს, როცა დაძაბულია ვითარება არაკორექტულია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რას უპასუხებს ირანი და რა ნაბიჯები მოჰყვება ამ ყველაფერს.
რა თქმა უნდა, მოიძებნებიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება.
დღეს მოვისმინე ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სექტემბრამდეც კი გააგრძელოს ტრამპმა ეს ოპერაცია. ასე რომ მალე დამთავრებას არ ველოდები. შესაბამისად, კონფლიქტის გაფართოების რისკები ძალიან მაღალია“, – განაცხადა სალუქვაძემ.