თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგონებმა იჩხუბეს.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ცნობით, ერთ-ერთ მათგანს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.