ტერორისტული იერიში ნატო-ევროკავშირის დედაქალაქზე

                                                                                                                                                          ამირან სალუქვაძე,
                                                                                                                                                           ბრიგადის გენერალი

ცხელ გულზე შეუძლებელია ემოციების გარეშე მსჯელობა მომხდართან დაკავშირებით/ ალბათ, წლების წინ შეუზლებელი იყო მსგავსის წარმოდგენა. ყველასათვის ბელგია, ბრიუსელი იყო ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადგილი დედამიწაზე.
ბრიუსელი პარალიზებულია. არ მუშაობენ ევროინსტიტუტები, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მიუხედავად ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ტერაქტისა და გაფრთხილებებისა, თან პარიზის ტერაქტის ორგანიზატორის დაპატიმრების შემდეგ, დღევანდელი იერიში ყველასათვის მოულოდნელი იყო.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ სპეცსამსახურების მუშაობაში ბევრი რამ არის შესაცლელი. საკმაოდ რთულია ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, სად და როდის იქნება მიტანილი იერიში. მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებს მეტი კოორდინაცია ესაჭიროება ტერორიზმის საკითხში. ალბათ სახელმწიფოების შიდა რესურსებიც უნდა გაერთიანდეს, შეცვალონ მიდგომები, შიდა კონკურენცია და გააუმჯობესონ კომუნიკაცია, ურთიერთქმედება.12779288_10207200619791520_1257278274930762622_o
რთული საცქერი იყო ფედერიკო მოგერინის ემოციები. ჯერ-ჯერობით 34 დაღუპული, 200-ზე მეტი დაშავებული… რა თქმა უნდა ვუთანაგრძნობ მთელ ევროპას/
რა შეიძლება ითქვას ამ ეტაპისთვის.
ტერორისტებმა პარიზის ტერაქტების შემდეგ ტაქტიკა შეცვალეს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ისევ აფეთქებებს ამჯობჳნეს.
იერიშები მიტანილი იქნა კონკრეტულ ინსტიტუტებზე, კერძოდ ევროპული ინსტიტუტების მახლობლად და აეროპორტზე.
რატომ აეროპორტზე? აეროპორტი შეირჩა არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იქ ბევრი ხალხია.
ბრიუსელის აეროპორტი ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში. დღე-ღამეში ის ემსახურება 700-მდე ლაინერს და 70 ათასამდე მგზავრს. ანუ საშუალოდ 2 წუთში ერთი თვითმფრინავი ფრინდება. თუ დაჯდომა-აფრენას დავთვლით, წუთში ერთი თვითმფრინავი ან ჯდება ან ფრინდება.
წარმოიდგინეთ როგორი დატვირთვით მუშაობს აეროპორტის მთელი ინფრასტრუქტურა და როგორი ქაოსი იქნებოდა აფეთქბის მომენტში.
აეროპორტზე იერიშის მიტანის მიზანი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ობიექტის პარალიზება, ამით მოსახლეობის და ხელისუფლების დათრგუნვა.
აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია და თუ იქ მოახერხეს აფეთქები მოწყობა ასაფრენ ზოლზე, სხვა ობიექტები უფრო მოწყვლადია.
თან ეს არის დარტყმა ეკონომიკაზე. ბრიუსელის აეროპორტის წილად მოდის შიდა პროდუქტის 2%. რა თქმა უნდა აეროპორტს მალევე აღადგენენ, თუმცა არასტაბილურობის შეგრძნება დარჩება.
ბელგიის არმიის და სპეცსამსახურების მოქმედებებში იგრძნობა ორგანიზებულობა და წინასწარ გაეწერილი ინსტრუქციების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
თუმცა, რაც შორიდან გხვდება თვალში, მაინც არის ქაოსის ელემენტები, რადგან ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების შემდეგ რთულია პანიკის შეჩერება.
ალბათ დროა ისრაელის მაგალითი ვისწავლოთ. თუ 10 წლის წინ ისრაელის შესახებ ვწერდი და მათი მიღწევები საჰაერო ძალების გამოყენების სფეროში ნიმუშად მომყავდა, დროა უსაფრხოების საკითხებშიც მივბაძოთ და ხალხის მომზადება დავიწყოთ.12888779_10207200624191630_5709586836337434903_o
ნუ დაველოდებით აფეთქებას. მოვემზადოთ აფეთექბისთვის და თან შევეცადოთ, რომ არ მოხდეს.
დააკვირდით ვიდეოს, როგორ გამორბის ხალხი აეროპორტის შენობიდან. ვის ჰქონდა გარანტია, რომ მათ გზად კიდევ ერთი აფეთქება არ ელოდათ?
ხალხის მეორე ნაკადი ასაფრენ ზოლზე გაიყვანეს, თვითმფრინავებთან. მათ შორის ხომ შეიძლებოდა ტერორისტი აღმოჩენილიყო?
ვინც არის ნამყოფი აღნიშნულ აეროპორტში წარმოდგენილი აქვს უსასრულო დერეფნები, კომერციული ობიექტები, ესკალატორები… საკმაოდ რთულია ასეთ დროს ხალხის ორგანიზებულად ევაკუაცია. მოჩანდა უსაფრხთოების თანამშრომლები როგორ ცდილობდნენ ხალხის ორგანიზებას. თუმცა, ასეთ ხმაურში მეგაფონების და ხმის გამაძლიერებლების გარეშე, საკმაოდ რთულია ხალხის ნაკადების მართვა.
თუ ასაფრენ ზოლზე მოახერხეს აფეთქება, ტვითმფრინავის აფეთქებასაც მოახერხებენ.
ჩემი აზრით, ევროპამ და სხვა ქვეყნებმა უნდა გადახედონ უსაფრთხოების დონეებს. ტერაქტის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ერთი დონე – ყველაზე მაღალი/ რაც ბრიუსელში მოხდა, ეს იყო ტერორისტული ომი. არავინ იცოდა კიდევ რამდენი ტერაქტი შეიძლებოდა მომხდარიყო. შესაძლოა კიდევ მოხდეს.
ამჟამად ბელგიაში ორ ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება.
დასკვნების გაკეთება ადრეა. წინა სტატიაშიც ვწერდი, რომ ბევრი რამ არის გასაანალიზებელი, რატომ მოახდინა რუსეთმა სირიიდან ძირითადი ძალების გამოყვანის დემონსტრირება? ყველამ იცის, რომ ერთის მხრივ გამოჰყავს, მეორეს მხრივ სირიაში ბაზებს აძლიერებს.
გავიხსენოთ ბოლო ნახევარი წლის ტერაქტების გეოგრაფია: საფრანგეთი, თურქეთი, ბელგია. ნახევარი წლის წინ კი რუსეთმა სირიაში ავიაცია ისლამური სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის მისამართით გაკეთებული მუქარების გამო შეიყვანა. რაღაც არც ტერაქტებია და არც მუქარები.
ფაქტია, რომ რუსეთი ამ ტერაქტების თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება. მათი პროპაგანდის ძჳრითადი ხაზი იქნება – რუსეთთან უნდა იმეგობროთ.
ევროპამ პირველ რიგში თავის თავთან უნდა იმეგობროს.
ტერაქტების პასუხი არა შენგენის გაუქმება, არამედ გარე საზღვრების გამაგრება, ბუფერული ზონების შექმნა და ევროპის შიგნით სპეცსამსახურების მეტი კოორდინაცია უნდა გახდეს.
იმედია ევროპა ამ უდიდეს გამოწვევას გაუმკვლავდება, რადგან მათ წარმატებაში ჩვენ პირდაპირ ვართ დაინტერესებული.10352607_10207200628671742_3502166786425171292_n
ეიფელის კოშკი დღეს ბელგიის დროშის ფერებში აინთება, ალბათ ფეისბუქის პროფილებიც.
ჩვენთანაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი უსაფრთხოების კუთხით, გავიზიაროთ ებრაელების გამოცდილება, ჩავატაროთ წვრთნები სკოლებში, ვაგზლებზე, მეტროებში. აგვისტოს ომის გაკვეთილები ჩვენს გარდა ყველამ გამოიტანა. 2008-ში ჩემს სტატიას “სამოქალაქო თავდაცვა და სახელმწიფოს უსაფრთხოება” არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ასეთ დროს, სპეცსამსახურებთან ერთად, მნიშვნელოვანია სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურების და ობიექტების გამართული მუშაობა.
P.S. რუსეთში, დღეს, ნადეჟდა სავჩენკოს 22 წელი მიუსაჯეს. თბილისში კი, ერთი დამსახურებული ვეტერანი, პოლკოვნიკი ანდრო ჭეიშვილი, ძალიან მოკრძალებულად მივაბარეთ მშობლიურ მიწას. ეს კიდევ ცალკე თემაა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები