ოლეგ იაძე: “ნაცები” ბოზების რევოლუციას ამზადებენ!

„ფრთხილად, „ნაცები“ „ბოზების რევოლუციას ამზადებენ!“ – ასე ეხმაურება კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი და სამბოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ოლეგ იაძე ინერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს.
როგორც ოლეგ იაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
„ეს ყველაფერი სააკაშვილისგან მოდის, ახლა, უკრაინაში რომ არის გაქცეული და იქიდან მართავს ამ სიბინძურეს. ამათთან „დემოკრატობანა“ კი არ უნდა ითამაშო, მთელი სიმკაცრით უნდა დასაჯო! იცით, კიდევ რა მაინტერესებს?! ეს გიორგი მარგველაშვილი რომ არის და პრეზიდენტი რომ ჰქვია, ბოდიში და, რა იბოდიალა, მდიდარი სექსუალური ცხოვრება მაქვსო და კიდევ მექნებაო?! ჩვენ, ძმაო, საქართველოში ვცხოვრობთ და ასეთ რამეს ქართველი კაცი ძმაკაცების წრეშიც არ ამბობს, არათუ მთელი მსოფლიოს გასაგონად. ან ეს ეგრეთ წოდებული ცნობილი სახეები რომ გვყავს, რა გნიასი ატეხეს, არ გვეშინია, ყველას გვაქვს სექსიო?! ამ ხნის კაცი ვარ და ამ სიტყვას საჯაროდ რომ ვიძახი, ისე მრცხვენია, აღარ ვიცი, რა ვქნა და ესენი რა დღეში არიან?! ქვეყანაში ვითარების ასარევად და ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის ეგენი კიდევ არაერთ პორნოვიდეოს გამოაქვეყნებენ! ფრთხილად, „ნაცები“ „ბოზების რევოლუციას“ ამზადებენ! დიდი ეჭვი მაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი-სამი კვირით ადრე „ნაცები“ გამოაქვეყნებენ „სექსვიდეოებს“ და ამით ეცდებიან ხელისუფლების უსუსურობის დამტკიცებას! მოკლედ, სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელი რომ არის, მგონი, არაერთხელ დაუმტკიცებია! მარტო ზურაბ ჟვანიას მკვლელობა რად ღირს! „ნაცებს“ გადაღებული აქვთ ვიდეოები, სადაც კაცს მეუღლისა და გოგოს გაუპატიურებას აყურებინებენ. ჩემი ნება რომ იყოს, სააკაშვილსა და ადეიშვილს უკრაინიდან „მეშოკით“ ჩამოვათრევდი და მატროსოვის გალიაში დავამწყვდევდი“, – აცხადებს ოლეგ იაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები