არგენტინის ფეხბურთელებმა ინგლისის დამარცხების შემდეგ ფოლკლენდის კუნძულების შესახებ პოლიტიკური გზავნილი გააჟღერეს
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ინგლისის დამარცხებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ მოედანზე ბანერი გაშალეს წარწერით “მალვინის კუნძულები არგენტინისაა”.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანერი ფოლკლენდის (არგენტინაში – მალვინის) კუნძულების შესახებ არსებულ ტერიტორიულ დავას ეხება და სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება გამოიწვია.
ამასთან, მედიის თანახმად, გაჩნდა კითხვები FIFA-ს წესებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკური გზავნილების დემონსტრირებას კრძალავს.
ცნობისთვის, ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტთან დაკავშირებული დავა დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის ათწლეულებია გრძელდება. კუნძულებს დიდი ბრიტანეთი აკონტროლებს, თუმცა არგენტინა მათ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
1982 წელს ამ საკითხზე ორ ქვეყანას შორის ომი დაიწყო. კონფლიქტი 74 დღე გაგრძელდა და დიდი ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა. ომს, ოფიციალური მონაცემებით, 907 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 649 არგენტინელი და 255 ბრიტანელი სამხედრო, ასევე სამი მშვიდობიანი მოქალაქე ფოლკლენდის კუნძულებიდან.