“მარკო რუბიოს მიწვევით მაკა ბოჭორიშვილი ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ განმარტა, ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამერიკისთვის.
“არამედ ფორუმზე ბევრი სხვა ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი,
მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი ასევე იქნება მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის – საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში.