სტამბოლში „აია სოფიაში“ ბიბლიის წაკითხვის მცდელობის გამო ორი რუსი ტურისტი დააკავეს

სტამბოლში, „აია სოფიას“ მეჩეთში, ბიბლიის წაკითხვის მცდელობის შემდეგ ორი რუსი ტურისტი დააკავეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა Meduza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი 15 ივლისს მოხდა. ტურისტებმა მეჩეთის ტერიტორიაზე ბიბლიის ხმამაღლა კითხვა დაიწყეს, რის შემდეგაც მათთან უსაფრთხოების თანამშრომლები მივიდნენ და პოლიცია გამოიძახეს.

მედიის ინფორმაციით, ორივე პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაკითხეს. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს.

საერთაშორისო მედიის თანახმად, “აია სოფია“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიური ქრისტიანული ტაძარი იყო, მოგვიანებით კი ოსმალეთის პერიოდში მეჩეთად ფუნქციონირებდა, 2020 წლიდან კვლავ მეჩეთის სტატუსით მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ტურისტებისთვისაც ღიაა, ადგილზე მოქმედებს მუსლიმური სალოცავის წესები და რელიგიური რიტუალების ჩატარება ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები