ირანის ჯანდაცვის სამინისტრო: აშშ-ის ბოლო იერიშების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული ბოლო საჰაერო იერიშების შედეგად ქვეყნის ტერიტორიაზე სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 260-ზე მეტი დაშავდა.

უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ხოლო დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები დაზარალებულ რეგიონებში მუშაობას აგრძელებენ და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

თავის მხრივ, აშშ აცხადებს, რომ დარტყმები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიულ ობიექტებზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები