რუსთავში ავტომობილი 70 წლამდე ქალს დაეჯახა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომობილი 70 წლამდე ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული ქალბატონი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.