კიევსა და უკრაინის რამდენიმე სხვა ქალაქში თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა.
მოქალაქეები მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურნენ და გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ ფედოროვმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის თავდაცვის სფეროს ტექნოლოგიურ განვითარებაში, განსაკუთრებით კი დრონების მიმართულების გაძლიერებაში.
ფედოროვის გადაყენების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებაში მიმდინარე ფართო ცვლილებების ფონზე გავრცელდა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას მისი კონკრეტული მიზეზი ოფიციალურად არ განუმარტავს.
როგორც “როიტერი” წერს, მიხაილო ფედოროვი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რეფორმატორად ითვლება. მანამდე ის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობდა და თავდაცვის სფეროში ტექნოლოგიური პროექტების განვითარებას უკავშირდებოდა.