რატი იონათამიშვილი: გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი – საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო, მეორე, – მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.

„გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი – საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე – მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს.

ჯერ ეს ომი როგორ დამთავრდება. ისიც ფაქტია, რომ უკრაინა განადგურებულია როგორც ეკონომიკურად, ასევე მისი გენოფონდიც. ამ ყველაფრის შემდეგ რომ კიდევ ასეთი განცხადებებით გამოდიხარ, აჩვენებ ზუსტად შენს უსამშობლობას, უღმერთოებას და იმას, რომ შენთვის მთავარი არც შენი ქვეყნის ინტერესია, არც ხალხი, არც საზოგადოება. ერთადერთი რაც გინდა, ჯერ დაანგრიო ეს ქვეყანა და შემდეგ ამის ხელი მოითბო“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები