თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიების განხილვის კონტექსტში, ანკარა ამ სამუშაოს საზღვაო კომპონენტის ხელმძღვანელობას დათანხმდა.
„ადრეც დაისვა საკითხი, თუ როგორ შეუძლია თურქეთს პოტენციურად წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი გადაწყვეტის უზრუნველყოფაში. ამჟამად განიხილება პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ეს გარანტიები მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ელემენტებს. თურქეთი დათანხმდა საზღვაო კომპონენტის ხელმძღვანელობას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ამ საკითხზე დაგეგმილი მუშაობა ასევე მიმდინარეობს შესაბამის მოკავშირე საზღვაო ძალებთან“, – განაცხადა მან კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.