ბერლინში 68 წლის კაცს ათობით ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში სამართალდამცველებმა დააკავეს 68 წლის მამაკაცი, რომელსაც ქალების გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ქალებს შესაძლოა ნარკოტიკული ან დამამშვიდებელი საშუალებებით აბრუებდა, რის შემდეგაც მათზე ძალადობდა და მომხდარს ჩანაწერებით აფიქსირებდა.
ამ დროისთვის პროკურატურის მიერ დადასტურებულ საქმეებში საუბარია რამდენიმე ქალზე, მათ შორის 14 შესაძლო დაზარალებულზე და 20-ზე მეტ ეპიზოდზე.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლთა რაოდენობა 50-ს აღემატებოდეს, ამიტომ ისინი დამატებით ფაქტებს სწავლობენ.