ლალი მოროშკინა: პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ როგორც ყველაფერის ჭამა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება ყველაფრის თქმაც

“პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ როგორც ყველაფერის ჭამა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება ყველაფერის თქმაც“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ლალი მოროშკინა, რომელიც ევროპაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
როგორც ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აცხადებს, ბრიუსელში მის ვიზიტს დაემთხვა საქართველოში ეროტიკულ -პორნოგრაფიული სკანდალის აგორება.
„საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ევროპელებმაც ისე „წაიკითხეს“, როგორც პოლიტიკაში ქალების ყოფნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. რაც შეეხება იმ ბაკქანალიას, რომელიც ჩვენში ბინძური კადრების გამოქვეყნებას მოჰყვა, ეს ევროპელებისათვის აბსოლუტურად გაუგებარი და ღიმილისმომგვრელია. ცალკე გამოსაყოფია ისიც, რომ გავრცელებულ კადრებში მამაკაცის სასქესო ორგანო დაფარულია, ქალის კი – არა! ესეც სპეციალურად არის გაკეთებული და ქალების მიზანმიმართულ დისკრიმინაციას წარმოადგენს. გიორგი მარგველაშვილს შესაძლოა, დაზარალებულთა მხარდაჭერის კეთილშობილური სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ სოლიდარობის გამოსახატავად გაცილებით უფრო დახვეწილი და ადეკვატური ფორმები არსებობს. ყველამ და, მით უმეტეს, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ როგორც ყველაფრის ჭამა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება ყველაფრის თქმაც“, – აცხადებს ლალი მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები