ცერერას ლაქები ფერს იცვლიან
ჯუჯა პლანეტა ცერერაზე იდუმალი თეთრი ლაქები ფერს იცვლიან. კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში იყო გამოქვეყნებული. დაკვირვებას სამხრეთ ევროპის ობსერვატორია სპექტროგრაფ HARPS-ის მეშვეობით ახორციელებდა. დაკვირვების შედეგად ასტრონომებმა თეთრი ლაქების სიკაშკაშის ცვლილება მზის სხივების ზეგავლენის შედეგად დააფიქსირეს. ასტრონომების აზრით, ეს ცერერას ზედაპირიდან ნივთიერების აორთქლებაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აქტიურად ეს მოვლენა კრატერ ოკატორის რაიონში ფიქსირდება.