აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქების ხელმძღვანელი პირების მიერ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის არაერთი ფაქტი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით და კონტროლის მიზნით განხორციელებული შესყიდვებით დგინდება, რომ სხვადასხვა აფთიაქში სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რომლის მეშვეობითაც აფთიაქების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით, ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები