გვინეაში ებოლას ვირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გვინეაში ებოლას ვირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება იუწყება. ორივე დაავადებული ერთი ოჯახის წევრია. მათი სამი ნათესავი ცოტა ხნით ადრე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მათ დაავადების სიმპტომები დაუდგინდათ. გვინეის მთავრობაში აცხადებენ, რომ სოფელი, სადაც დაავადება დაფიქსირდა, იზოლირებულია, ხოლო ინფიცირების რაიონში ვაქცინის დამატებითი პარტია გაიგზავნა.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიერა-ლეონეში ებოლას ვირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა. ამასთანავე, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთეულ შემთხვევებში მან შესაძლოა, თავი კვლავ იჩინოს, ვინაიდან ადამიანის ორგანიზმში დაავადების გადატანის შემდეგაც რჩება. 2013 წლის დეკემბერში, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდემიის შედეგად, 11 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები