საუდის არაბეთმა იემენში ავიადარტყმები შეწყვიტა

საუდის არაბეთმა იემენში ამბოხებული ხუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იემენის ჩრდილოეთ ნაწილში ავიაიერიშის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, ჰაჯას პროვინციაში მდებარე ბაზარს სულ მცირე ორი რაკეტა მოხვდა. დაღუპულთა შორის 22 ბავშვია. ამბოხებული ხუსიტები იემენში ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტის, მანსურ ჰადისადმი ერთგულ ჯარებთან იბრძვიან. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის პერიოდში იემენში 6 200 მშვიდობიანი პირი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები