იემენში ავიადარტყმის შედეგად 119 ადამიანი დაიღუპა

იემენის ჩრდილოეთ ნაწილში ავიადარტყმის შედეგად 119 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ბრიტანულ კორპორაციას „იუნისეფში“ განუცხადეს, დაღუპულთა შორის 22 ბავშვია. კიდევ 47 ადამიანი დაბომბვის შედეგად დაიჭრა.
ავიადარტყმა არაბული კოალიციის ძალებმა ხაჯას პროვინციაში განახორციელეს, რომელსაც ამბოხებული ჰუსიტები აკონტროლებენ.
იემენში ორი წელია სამოქაალქო ომი მიმდინარეობს. რამდენჯერმე მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, მაგრამ რეალურად საომარი მოქმედებები გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები