პუტინი – აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთი სირიაში ჯარს რამდენიმე საათში დააბრუნებს

აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთი სირიაში შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე საათში დააბრუნებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან ერთად, პუტინმა აღნიშნა, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება მიზანშეწონილი არ არის და „რუსეთს ყველა დაინტერესებული მხარის საღი აზრის და სამშვიდობო პროცესისადმი სირიის ხელისუფლების და ოპოზიციის ერთგულების იმედი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს პუტინმა სირიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილის გაყვანის დაწყების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები