აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 14 ოპოზიციონერი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოლჰამ ალიევმა 14 ადამიანი შეიწყალა, რომლებსაც უფლებადამცველები „პოლიტიკურ პატიმრებს” უწოდებდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეწყალებულთა შორის არიან: აზერბაიჯანის ნაციონალური სახელმწიფოებრიობის პარტიის ლიდერი ნემათ ფანახლი, ბლოგერი ომარ მამადოვი, ჟურნალისტი ფარვიზ ხაშიმლი, ასევე ახალგაზრდული მოძროაბა NIDA-ს აქტივისტები და სხვა პოლიტიკოსები.
ექსპერტების აზრით, ოპოზიციონერების გათავისუფლება, შესაძლოა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდებოდეს. სწორედ ახლა ამერიკის კონგრესი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის გადახედვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები