როგორ იძიებენ სხვა ქვეყნებში პერსონალური ინფორმაციის გავრცელების საქმეებს – რა სირთულეებს აწყდება FBI

აშშ-ში ინტერნეტსა და მედიაში პოლიტიკოსებსა და ცნობილ პირებზე გამოქვეყნებული ვიდეო, აუდიო, ფოტომასალების და სხვა პერსონალური ინფორმაციის გავრცელების გამოძიების საკითხით გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) არის დაკავებული. ამ ორგანიზაციას მსგავსი გამოძიების ჩატარების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.
FBI, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა, 21-ე საუკუნეში, მაღალი ტექნოლოგიების პერიოდში, ახალი, ძალზე სერიოზული გამოწვევ12324928_10205550393870828_120941415_nების წინაშე აღმოჩნდა. ძირითადად, საქმე ეხება სხვადასხვა უწყებაზე ჰაკერულ შეტევებს, როდესაც სპეციალური პროგრამების მეშვეობით სამინისტროების და უწყებების სერვერებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვა ხდება. მსგავსი შეტევები რამდენჯერმე განხორციელდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტზე და იუსტიციის სამინისტროზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ ჩინოვნიკებს სამსახურებრივი მიზენებისთვის პირადი ფოსტის გამოყენება ეკრძალებათ, ეს მაინც ხდება. ასე, მაგალითად, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ასეთი ქმედებისთვის რამდენჯერმე გააკრიტიკეს, რის გამოც მისი სამსახურებრივი მიმოწერა შესაძლოა, ჰაკერებს მოეპარათ. პრობლემა ისაა, რომ ჰაკერული თავდასხმების წინააღმდეგ პროგრამების არარსებობის შემთხვევაში ან მათი სიძველის დროს, ჰაკერული თავდასხმების შესახებ FBI-მ და სხვა სტრუქტურებმა შესაძლოა, ვერც კი გაიგონ. ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ერთ-ერთ სამინისტროში არსებული კომპიუტერები და სერვერები 30 წლის წინ არის გამოშვებული, რაც, ბუნებრივია, ჰაკერული შეტევებისგან მათ დაცვას მნიშვნელოვნად ართულებს.

12380360_10205550403991081_9441273_nკონკრეტული მაგალითი, თუ რამდენად რთულია მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში გამოძიების ჩატარება, აშშ-ში რამდენიმე თვის წინანდელი შემთხვევაც ადასტურებს. კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში 2015 წელის დეკემბერში სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ტერორისტები საიდ ფარუკი და მისი მეუღლე იყვნენ. სწორედ საიდ ფარუკის მობილური ტელეფონის გაშიფვრას ცდილობდნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები, მაგრამ კომპანია Apple-მა მათ ამის უფლება არ მისცა. FBI-ის გამომძიებლებს ვერც სასამართლო დაეხმარა, სადაც მათ სარჩელი შეიტანეს. სასამართლომ კომპანია Apple-ი ფედერალური ბიუროსთვის მასალების გადაცემით არ დაავალდებულა. ამერიკულ მობილურ ბრენდს კომპანია Facebook-მა, Twitter-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმაც დაუჭირეს მხარი. ოფიციალური ინფორმაციით, ეს საქმე ჯერჯერობით FBI-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილი არ არის.

12443102_10205550393710824_387502712_nApple-ის უარი პერსონალური მონაცემების გაცემაზე და მობილური ტელეფონების კადრების გამჟღავნებაზე იმით არის გამოწვეული, რომ ამ შემთხვევაში FBI პერსონალურ მონაცემებთან წვდომის შესაძლებლობას იღებს, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს არღვევს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, როგორც ირკვევა, იმაზე უფრო სერიოზული, ვიდრე ტერორისტული შეტევების საფრთხე. FBI-ს ხომ ტერორისტის ტელეფონის გაშიფვრა სწორედ მოსალოდნელი ტერაქტების თავიდან ასაცილებლად სჭირდება.

კიბერდანაშაულში განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები განვითარებადი ქვეყნების, ჩინეთის, რუსეთის და მსგავსი სახელმწიფოების ჰაკერები. აშშ-ში მსგავსი დანაშაულის ჩადენა და შემდეგ უდანაშაულოდ მიმალვა ძალზე რთულია. ჯერ ერთი, ყველა ან თითქმის ყველა ჰაკერი ფედერალურ ბიუროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში ჰყავს შეყვანილი. თანაც IP მისამართის და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მათი ადგილსამყოფელის დადგენა რთული არ არის. 1440567775_haker_robberyთუ ჰაკერი სხვისი კომპიუტერით შევიდა ინტერნეტში, ამის დადგენაც შესაძლებელია. ინტერნეტკაფეებსა და ოფისებში ხომ უსაფრთხოების კამერებია დამონტაჟებული, ხოლო პირადი ტელეფონით მისი მფლობელის დადგენა სავსებით შესაძლებელია. თუმცა ამისთვის, როგორც ირკვევა, ხშირ შემთხვევაში კომპანიის ნებართვაა აუცილებელი.

ბოლო წლებში მსოფლიოში ყველაზე სერიოზული გამოწვევა საერთაშორისო ტერორიზმია. მაგრამ როდესაც ტერორისტები თავის საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ, ეს ორმაგად საშიში ხდება. ასე, მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ცდილობენ, მოიზიდონ რესურსები, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასშტაბური კიბერშეტევების განსახორციელებლად. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის ჯორჯ ოსბორნის ინფორმაციით, ასეთ ობიექტებში ავიაციის სადისპეჩერო სამსახურები და საავადმყოფოები მოიაზრება.

george-osborne-tor_3054544bფინანსთა მინისტრმა კიბერშეტევების პრევენციის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს გააორმაგოს იმ სამსახურების დაფინანსება, რომლებიც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ იბრძვიან. ჯორჯ ოსბორნის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სამსახურების დაფინანსება 1,9 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაიზრდება.


აშშ ამ დანაშაულთან საბრძოლველად კიდევ უფრო დიდი თანხის, 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა 2017 წლის ბიუჯეტში კიბერდანაშაულთან ბრძოლისთვის სწორედ ამდენის გამოყოფას აპირებს. ცნობისთვის, საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად ვაშინგტონი 2016 წელს 7 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო ზიკას ვირუსთან საბრძოლველად – 1,8 მილიარდ დოლარს.

მომხმარებელთა მიმოწერაზე სამართალდამცველი ორგანოების წვდომის საკითხი აქტუალურია არა მარტო აშშ-ში. ბრაზილიაში ფეისბუქის ერთ-ერთი თანამშრომელი იმის გამო დააკავეს, რომ მან ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილ პირზე პერსონალური მონაცემების გაცემაზე უარი განაცხადა. თუმცა ეს პირი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

Facebook-Google-And-WhatsApp-To-Fortify-User-Data-Securityკომპანიები: Facebook-ი, Google-ი, What’s up-ი და Snapchat-ი მომხმარებელთა დასაცავად და მათი მიმოწერის გაშიფვრის თავიდან ასაცილებლად დამატებითი ღონისძიებების მიღებას გეგმავენ. ასე, მაგალითად, What’s up-ი, რომელიც ფეისბუქს ეკუთვნის, ხმოვან შეტყობინებებზე შიფრის დადებას აპირებს. ასევე კოდი დაედება ჯგუფურ „ჩატებს“. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაართულებს ხელისუფლების მიერ დამნაშავეების და ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ფეისბუქი თავისი სერვერის, მესენჯერის უსაფრთხოების გაძლიერებასაც გეგმავს. რაც შეეხება კომპანია „გუგლს“, მან 2014 წელს პროექტი End-to-End დააანონსა. ის დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო და ახლა კომპანიამ კვლავ მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა.

მიხეილ ვარძელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები