ზალიკო ბერგერი – პირადი ჩანაწერები

თუ ოდესმე, ერთხელ მაინც, მასთან ერთად, სადმე შემთხვევით მოხვედრილხართ, გსმენიათ მისი საუბრის სტილი, გინახავთ მისი მიმიკა და მანერა – დარწმუნებული ვარ, არასდროს დაგავიწყდებათ და აუცილებლად გექნებათ სურვილი, თქვენი მეგობარი გახდეს – ზალიკო ბერგერი….

22ცოცხალ ხასხასა ფერთა ცვალებადობა,- ყველა ხალისიანი ფერი თავისი ემოციით მავსებს და ალბათ ესაა მიზეზი იმისა, რომ უარავ ადამიანს ვახალისებ, დადებითი აურით ვავსებ და ჩემს თავს სამუდამოდ ვტოვებ… მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, დღის განმავლობაში, უამრავ ადამიანს ვხვდები, მათივე თხოვნით, ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა მიწევს, მეორედან მესამეში და ასე შემდეგ… გულწრფელად მიხარია, რომ ამხელა სიყვარულის გაცემის უნარი მაქვს. უარყოფითი ემოცია ჩემში არასდროს არ რჩება… პროფესიით სოციოლოგი ვარ და, შესაბამისად, საზოგადოებრივი აქტივობები მიზიდავს… 66საზოგადოებაში ასეთი იმიჯი მაქვს – ცოტა ზარმაცი, მუდამ ხალისიანი და მხიარული… ამავდროულად, საოცრად გულისხმიერი და კეთილი ვარ, ცოტა სენტიმენტალურიც… პასუხისმგებლობის გრძნობა ნამდვილად მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვისთან ურთიერთობასაც ვაფასებ, ვისაც ჩემი დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება. ყოველგვარი ნიღბების წინააღმდეგი ვარ. შესაძლოა, ბევრისთვის დაუჯერებელიც არის ჩემი ეს ბუნებრივად და მუდმივად ხალისიანი ემოცია, მუდამ ხუმრობის განწყობაზე ყოფნა, ეს თვისება რეალურად არის ჩემში. იმედგაცრუებას და გულისტკივილს მხოლოდ და მხოლოდ გულში ვატარებ და მუდმივად ვცდილობ, ვიყო მეტად ყურადღებიანი და ფრთხილი…
44ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოდის სფეროში კონკრეტული შტრიხები არ არსებობდა… საოცარი პერიოდი იყო… მაშინ ადამიანებიც ყველაზე საინტერესონი იყვნენ… კრიზისში მყოფ ქალაქს თავისებურად ალამაზებდნენ ქართველი, ულამაზესი მოდელები და ის შოუებიც იმ რეალობისთვის უცხო, ახალი და ცოცხალი იყო.. მახსენდება ჩემი პირველი ნოვატორული ჩვენება, ცნობილი მხატვრების ულამაზესი ტილოებით შექმნილი სამოსი. სამოსი დაჭრილი ტილოებით შევქმენი. ქართული რეალობისთვის ეს იმდენად უცხო იყო, რომ თავად ცნობილი მხატვრებიც კი, ვისი ნამუშევრებიც გამოვიყენე, ფართოდ გახელილი თვალებიც 33უცქერდნენ საკუთარ შემოქმედებას – ისინი უკვე ულამაზესი მოდელების სხეულზე ეძებდნენ ახალ სიცოცხლეს… მერე იყო მოსკოვი, უამრავი ჩვენება და საინტერესო ადამიანი…სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ვარ პატრიოტი და ცხოვრება მხოლოდ ჩემს ქვეყანაში მსურს. დღეს თითქმის ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, საკმაოდ ცნობილი და წარმატებულია თავის საქმეში, კარიერაში… თუმცა, სამწუხაროდ, ისინი სამშობლოში არარეალიზებულნი არიან და საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. მეც ძალიან მარტივად შემეძლო, უცხოეთში გამეგრძელებინა ჩემი კარიერა, მაგრამ ეს ვერ შევძელი… მირჩევნია აქ, ჩემს საყვარელ ქვეყანაში, საყვარელ 66ადამიანებთან ერთად, მათ გარემოში ვიყო! ასეთი ვარ მე – ზალიკო ბერგერი… აქტიური და სამომავლო გეგმებით სავსე.
უახლოეს მომავალში შევეცდები საზოგადოებას ჩემი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გავაცნო…. დროებით და უახლოეს მომავალში კვლავ საუკეთესო განწყობით, დადებითი ემოციით და გასაკუთრებული იუმორით, ახალი პროექტებით დაველოდები თქვენს აპლოდისმენტებს, რომელიც მე უზომოდ მიყვარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები