სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

“მინისტრმა ალექსანდრე ქაჯაიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ალექსანდრე ქაჯაია ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა. ის ასევე გახლდათ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები