რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში კომპოზიტორ კახა ცაბაძის საავტორო კონცერტი გაიმართება
6 ივლისს, 19:00 საათზე,. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში კომპოზიტორ კახა ცაბაძის საავტორო კონცერტი გაიმართება.
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ინფორმაციით, პროგრამაშია კახა ცაბაძის კამერულ-ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები, ასევე, ინსტრუმენტული ნაწარმოებები ორკესტრის თანხლებით.
კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
კონცერტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო, თბილისის მერია, კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“, „პეტრა ჯგუფის“ კომპოზიტორთა კურორტი „ბორჯომი“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „ერთსულოვნება“.
