სალომე ზურაბიშვილი: რუსეთთან რჩება მხოლოდ ერთი გზა – დიპლომატიის გზა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოსა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრის თაობაზე.
მისი თქმით, ამ პირობებში რუსეთთან მხოლოდ დიპლომატიური ურთერთობის გზა რჩება და მსგავსი შეხვედრა ჯერჯერობით აღარ იგეგმება.
“რაც შეეხება შეხვედრებს საქართველოს საგარეო და რუსეთის საგარეო მინისტრებს შორის ნიუ-იორკში, ეს არის ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა გაეროს ფორმატში, რომლის ფორმატიც ის არის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში ერთმანეთთან შეხვედრის, ჩვენთვის ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი, იმ დროს როცა დიპლომატიური ურთიერთობები არ გაქვს. მე გაეროშიც ვთქვი, მაშინ როცა ჩვენ კონფლიქტური სიტუაციის, ოკუპაციის, გადასალახავად უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, რჩება მხოლოდ ერთი გზა, და ეს არის დიპლომატიის გზა, და ამ გზაზე ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მოკავშირეებს, მათ შორის გერმანიას, საფრანგეთს, ამერიკას, რომ იყვნენ ჩართულნი და კონსულტაციებში არასოდეს გამოტოვონ საქართველო, ჯერჯერობით მეტი არაფერი არ არის დაგეგმილი, ეს იყო ერთი შეხვედრა, რომელმაც შეიძლება რაღაც ფორმით მაინც მოახდინოს დეესკალაცია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.