მანანა კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია რა უნდა იყოს
როგორც იურისტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია რა უნდა იყოს?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„მოსამართლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ნამდვილად არაფერია გადაწყვეტილი. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში რა ვაკანსიაც არის, ეს კვოტა უნდა შეავსოს პარლამენტმა. ამიტომ უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო.
როგორც იურისტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია რა უნდა იყოს?! თუმცა მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და სხვა არაფერი, დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია“,-განაცხადა კობახიძემ.