ტაილანდში 11 წლის ბიჭი ავტომობილით ბუდისტი ბერების მსვლელობაში შევარდა – დაიღუპა რვა ადამიანი

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მუკდაჰანის პროვინციაში, 11 წლის ბიჭი პიკაპის ტიპის ავტომობილით ბუდისტი ბერების მომლოცველთა მსვლელობაში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, რვა ბერი დაიღუპა, ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაახლოებით 35 ბერი და რამდენიმე მოქალაქე რელიგიურ მსვლელობაში მონაწილეობდნენ.

პოლიციის ცნობით, არასრულწლოვანმა მშობლების ავტომობილი მათგან უნებართვოდ წაიყვანა, გზიდან გადავიდა და მსვლელობას დაეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები